მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

112 ხორავას ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

112-ის შენობა

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში ხორავას ქუჩაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, სიცრუეა.

„მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, თბილისში ა. ხორავას ქუჩაზე №9-ში ხანძართან დაკავშირებით, პირველი ზარი დაფიქსირდა 07:12 წთ-ზე. ოპერატორის და მოქალაქის საუბრის დრო შეადგენს 47 წამს. 07:13 წთ-ზე, საქმე გადაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს.

მეხანძრე / მაშველები 07:19 წთ-ზე მივიდნენ მისამართზე, საქმის გადაცემიდან 6 წუთში. მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ 112-ს, არის სიცრუე. აღნიშნულ ინიციატორს, 112-ის ოპერატორმა 4 წამში უპასუხა, შესაბამისად ლოდინის დრო შეადგენს 4 წამს და არა ერთ საათს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ინიციატორმა მოისმინა ავტომოპასუხე და არ გამოიყენა 112-1, რაც გულისხმობს, რომ არ აირჩია დაკავშირება საპატრულო პოლიცია / სახანძრო-სამაშველო სამსახურთან, რაც უფრო შეამცირებდა ლოდინის დროს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.