მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ ახალციხელი მედდის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი მედდის მეგი რობაქიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდა მედდას ანაფილაქსიური შოკი კორონავირუსის ვაქცინის „ასტრაზენეკას“ გაკეთების შემდეგ განუვითარდა. მეგი რობაქიძე 18 მარტს ახალციხიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა. პაციენტი დღეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „თუ დროულად და სწორად ხდება პროცესის მართვა, შემთხვევების 99.9%-ში სიკვდილი თავიდან აცილებულია“ - ჩიხლაძე ანაფილაქიურ შოკზე

✔️ „მზად ვარ, ჩემი ხელით ავცრა საკუთარი ოჯახის წევრები საჯაროდ“ - გიორგი ჩალაძე

✔️ „მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდეს“ - თამარ გაბუნია