სამართალი

შსს-მ მკვლელობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

დაკავებული ადამიანი
ზურგით
1600178701
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ვ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ყაზბეგში დააკავეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას - 1956 წელს დაბადებულ ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, 1981 წელს დაბადებულმა ა. მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ.- გარდაიცვალა.

ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა - ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა. პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

1623669165

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.

1623668492

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტრო გაჩერდა.

1623668295

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

1623667895
ზურა გირჩი ჯაფარიძე

„ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევ...

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვაშ...

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან, გუდაუთის მახლობლად ზღვაში ნაღმი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დას...

ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი იწყება, აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. შეხვედრაზე მხარეები „ნატო 2030 წლის“ ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და პრორუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ნ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გურმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.