სამართალი

შსს-მ რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

დაკავება ქურდობის ბრალდებით
14:59 ხუთ. 17 სექტემბერი
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი
პირი - ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ნებისმიერი ტიპის მ...
00:31
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას. „საქართველო დამოუკი...
00:22
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:08
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
დღის მიმოხილვა 25 ნოემბერი

25 ნოემბრის მიმოხილვა

🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60...
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
22:14 ოთხ. 25 ნოემბერი
აკაკი ზოიძე: ისეთი პროექტი იქნება წარდგე...
მისი თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა და მოგვიანებით გახდება ცნობილი ვინ რაზე იყო...
21:58 ოთხ. 25 ნოემბერი
ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით...
„სისტემა მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს და ადამიანური რესურსიც ვეღარ უ...
21:50 ოთხ. 25 ნოემბერი
ადვოკატი ცეცხლსასროლი იარაღით, პანდა პაბ...
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] მედიცინის მუშაკი ემზადება იმ პაციენტის გამ...