მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

ბორკილების დადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა და დაკავებულია ერთი პირი. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლებით ,რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

ფაქტი, სავარაუდოდ დღეს, 16 სექტემბერს რაგბის კავშირში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.