მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ თიანეთში თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ 1997 წელს დაბადებულმა გ.ხ.-მ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს თვითმკვლელობა სცადა. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა გ.ხ.-ს დედისა და სხვა მოწმეთა გამოკითხვები. პოლიცია განაგრძობს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაინიშნა ექსპერტიზები და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გ.ხ. გადაყვანილია საავადმყოფოში და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

სავარაუდოდ, ფაქტი თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის მძღოლის გიორგი ხუმარაშვილის თვითმკვლელობის მცდელობას უკავშირდება.