მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: პოლიციას უფლება ჰქონდა, წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოეყენებინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციას კანონით ჰქონდა უფლება, წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოეყენებინა.

„წყლის ჭავლი გამოყენებული იყო კანონის სრული დაცვით. „პოლიციის შესახებ“ კანონის თანახმად, პოლიციელს უფლება აქვს, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, როდესაც საფრთხე ემუქრება პოლიციელის და ზოგადად საზოგადოების წევრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, როდესაც არ არსებობს გარემოება, რომ მოხდეს გაფრთხილება, გამოიყენოს სპეციალური საშუალება, ამ შემთხვევაში წყლის ჭავლი“,- აღნიშნა კახა საბანაძემ.

გუშინ, ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეების საწინააღმდეგოდ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენა, ერთხელ გაფრთხილების გარეშე, მეორედ, გაფრთხილების შემდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ცესკოსთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა (ვიდეო)

🔴 ცესკოსთან აქციის მონაწილეები კვლავ წყლის ჭავლით დაარბიეს (ვიდეო)

🔴 ომბუდსმენი: როდესაც ცივა, წყლის ჭავლის გამოყენება საერთაშრისო სტანდარტებით არასათანადო მოპყრობას უდრის