სამართალი

შსს-ს ინფორმაცია წერეთლის გამზირზე დაკავებული თავდამსხმელის შესახებ

თავდამსხმელის დაკავება
1605902768
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალზე თავდასხმის, რამდენიმე პირის მძევლად აყვანის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული ლ.ზ. დააკავა. 

უწყების ცნობით, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში, დღის მეორე ნახევარში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გრძელდება, რაც ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს? - (ვიდეო)

🔴 ვინ არის მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი - ფოტო/ვიდეო

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.