სამართალი

25 მაისიდან მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება

შსს-ს მომსახურების სააგენტო
13:46 21.05
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.

აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისებისმისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

"​მეორე ეტაპზე, 25 მაისიდან, აღდგება მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი იმ პირებისთვის, ვინც განახორციელა ელექტრონული ჯავშანი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა აღნიშნული სერვისით. ამ პირებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც განახორციელეს ჯავშნის რეგისტრაცია. ამასთანავე, 25 მაისიდან სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.

ჯარიმა დაწესდება

საქართველოში ახალი ჯარიმები დაწესდება

ავტოტრასპორტის პარკირებასთან, მანქანის მიტოვებასთან დაკავშირებით ჯარიმები წესდებ...
42 წუთის წინ
"თქვენი ყალბი პათოსი და ფარისევლობა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. თქვენი გამოსვლები განმსჭვალული იყო იმით, თუ...
20:27
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიცია მოქალაქეებს პირდება იმას, რაც თვითონვე იციან...
19:57
„ოპოზიციის მცდელობა, დააკნინონ „ოცნების“ გუნდის მიღწევები, ან უკიდურეს შემთხვევაში მთავრობის ეფექტია...
19:24
სახელმწიფომ ტექნიკის შეძენაში ფერმერების დასახმარებლად 6 მილიონი ლარი გამოყო. რეგისტრაციის გამოცხადე...
19:07
ასფალტის საფარიანი გზა ახალსოფელში 1,32 კმ-იანი გზა დაიგო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, კეძოდ ახალსოფელში 1,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე ახალი გზა დაიგო. სამუშაოე...
ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპი...
2020 წლის 28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპ...
კობახიძე „ენმ“-ს - თქვენი ხელისუფლებაში...
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ქვეყნის პრემიერ-მინისტრ...
ნათია თურნავა გორბის კვლევაზე: ეს არის ძ...
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც...