შინაგან საქმეთა სამინისტრო გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე იაკობ ბრეგვაძის მიერ „112“-ში განხორციელებულ ზარს ასაჯაროებს. ჩანაწერში, ასევე, დაფიქსირებულია 112-ის ოპერატორის მიერ განხორციელებული ზარი იაკობ ბრეგვაძესთან.
ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმეა.
ცნობისთვის, 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ შსს-ს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ხულიგნობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას, ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა.