მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს: შაქარაშვილის საქმეზე შესაძლოა, კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე საზოგადოებას გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შუალდეური ინფორმაცია მიაწოდა.

მისი განცხადებით, საქმეზე შესაძლოა კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“, - აღნიშნა ვალდიმერ ბორცვაძემ.

უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:

საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:

• გამოკითხულია 93 პირი;

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი. ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან - ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

• ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები.

„ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ თანამშრომლობას გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან და სისტემატურად ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების მსვლელობისა და შედეგების შესახებ.

აქვე, მივმართავთ საზოგადოებას და ცალკეულ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესი და არ შეეშალოს ხელი საქმეზე სიმართლის დადგენას. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება მოხდება ეტაპობრივად“,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ამ დროისთვის 17 პირია დაკავებული.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს ედა­ვე­ბი­ან ხუ­ლიგ­ნო­ბა­ს, და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას, ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა­საც თან ახ­ლდა რბე­ვა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა.