მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ში ავთანდილ ბილანიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

მეტსახელად კაწრო

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე, „კაწროს“ გამოკითხვა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის უცნობია, რა ინფორმაციას ფლობს ბილანიშვილი საქმის შესახებ, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იგი შემთხვევის ღამეს გურამ ამირხანაშვილს შეხვდა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე შსს გამოძიებას თვაისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აწარმოებს.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ოჯახ­მა ფეხბურთელის და­კარ­გვის შე­სა­ხებ შსს-ს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.