სამართალი

„სნაიპერი თუ მის ლიკვიდაციას მოახდენდა, ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა“ - სამხედრო ბლოგერი

სამხედრო ბლოგერი
1603353077
დაკოპირებულია

სამხედრო ბლოგერი დავით ნემსაძე ზუგდიდის ბანკში შეჭრილ თავდამსხმელზე საუბრობს და მისი მოქმედების დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას.

დავით ნემსაძე ამბობს, რომ თავდამსხმელი კარგად მომზადებული ყოფილი სამხედრო პირია და ყველაფერი გონივრულად გათვალა.

„გულისტკივილით ვადევნებ თვალს „ზუგდიდურ ძარცვას“, ეს უფრო მეტია ვიდრე ახირებული ტიპის მიერ ბანკში ჰოლიუდური სცენარით შეჭრა.

როგორც არმიის სამოქალაქო კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ,
საქმე გვაქვს კარგად მომზადებულ ყოფილ სამხედრო პირთან. მისი მოძრაობის (გადაადგილების) იარაღის ტარების, დგომის და ჯდომის მანერით იგი ავლენს სამხედრო პირისთვის დამახასიათელ უნარ-ჩვევებს.

რაც შეეხება სამხედრო ფორმას, რომელიც მას ეცვა, აშკარაა, რომ ესაა საველე პირობებში უკვე ექსპლუატირებული ე.წ. მულტიგამის ტიპის დაფოთვლის უნიფორმა. რომელსაც დღეს ქართული არმია მოიხმარს.

პირს სამხედრო ბატინკი ეცვა ერაყში „ქვიშის ქარიშხალის" ოპერაციის დროს გამოყენებული მოდელი, თასმები შეკრული ჰქონდა სპეციფიური ხვეულით, რომელ ხვეულსაც (სკვნილს) ქვეით ჯარებში იყენებენ.

განტვირთვის ჟილეტის მარჯვენა მხარეს ეკიდა ე.წ. სამაგრი (კარაბინი) სამხედრო წესზე იარაღის საჭიროებისამებრ დასამაგრებლად.

პირს კარგად ჰქონდა შეგნებული რაზეც წავიდა, შეიარაღებული იყო რუსული წარმოების კალაშნიკოვის АК-74 ტიპის ავტომატური იარაღით. ეკეთა 70 -იან წლებში გამოშვებული მჭიდი. პირს განტვირთვის ჟილეტში, ასევე, მოთავსებული ჰქონდა დამატებითი საბრძოლო მასალა. დაახლოებით ოთხი მჭიდი. ხელში ეჭირა რუსული წარმოების Ф-1 თავდაცვითი ხასიათის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება ბარიერიდან ტყორცნით და 200 მეტრში გამოირჩევა ეფექტური დაზიანებით.

პირს ხელყუმბარაზე მოხსნილი ჰქონდა მცველი, რაც ნიშნავს იმას, თუ სნაიპერი მოახდენდა მის მყისიერ ლიკვიდაციას, ხელყუმბარა სამ წამში ამოქმედდებოდა. დახურულ სივრცეში ხელყუმბარის აფეთქების ეფექტურობა ორმაგდება. არცერთ იქ მყოფ პირს გადარჩენის შანსი, პრაქტიკულად, არ ექნებოდა, თუ ვინმე საკუთარი სხეულით არ დაფარავდა საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილ ხელყუმბარას.

შენობის დატოვების დროს პირმა ხელყუმბარა აწია ზემოთ, რათა სავარაუდო ლიკვიდაციის შემთხვევაში ყუმბარის დაცემის ტრაექტორია გამოთვლადი არ ყოფილიყო სნაიპერისთვის. ასეთ გათვლებს უცოდინარი პირი ვერ გააკეთებს.

სამხედრო ფორმაზე, რომელიც ეცვა იყო, ქართული დროშა, ახეული იყო მხოლოდ ქვედანაყოფის განმასხვავებელი ნიშნები.

პირი საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებდა. მას ჰქონდა ბრწყინვალე გამოცდილება კონტრ ტერორისტული ოპერაციების და ეს გამოცდილება ტერორისტული მიზნით გამოიყენა. წაიღო ზუსტად იმდენი ფული, რამდენის ზიდვასაც შეძლებდა. ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც ერთ ზურგჩანთაში მოთავსდა.

პირმა გაათავისუფლა ყველა შეუძლოდ მყოფი მძევალი და ორსული ქალი, მან ზუსტად იცოდა ტყვეების რა ექვივალენტური რაოდენობით მიაღწევდა სასურველ შედეგს, თუ როგორი იქნებოდა ძალოვანთა ოპერატიული რეაქცია“,- აღნიშნა დავით ნემსაძემ.

დავით ნემსაძე აქვე დასძენს, რომ თავდამსხმელმა ზუსტად იცოდა მოქმედი ხელისუფლების წინასაარჩევნო განწყობაც.

„ვინც ამხელას გაბედავს, მას იმის იქეთაც ხილული აქვს მისი ბედის გზები... ოკუპირებული ზონები ზუგდიდიდან არც ისე შორია. ტერორიზმი ცალსახა დანაშაულია. მაგრამ ეს უფრო ძარცვა იყო ვიდრე ტერორიზმი.

ისე, როცა სამხედროს ასეთ სპეციფიკურ ცოდნას აძლევ, პერალელურად კი სახელმწიფოებრივ იდეას ართმევ, შენ მას უბრალოდ პროფესიონალ მკვლელად ზრდი.

თქვენ ნახეთ, რა გააკეთა ერთმა კარგად მომზადებულმა სამხედრომ და რას გააკეთებს 1999 სამსახურიდან დამამცირებლად გაგდებული გამოყენებული მეომარი, თუ მათაც ასეთი სიმწრის ტკივილი კრიმინალში გადაუვა.
ზოგადად ბანკები და მათი ნამოქმედარი ბანდიტიზმი განსჯის სხვა თემაა, მაგრამ რა ეშველება საზოგადოებას, რომლის ხელისუფლებაც ამ მძარცველზე ბევრად დიდი ავაზაკია?“,- წერს სოციალურ ქსელში სამხედრო ბლოგერი.

🔴 ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანა.

🔴 რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

🔴 თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი მძევალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა იყო.

🔴 22 ოქტომბერს, გამთენიისას, თავდამსხმელმა ბოლო სამი მძევალი გაათავისუფლა და ადგილიდან მიიმალა. თავდამსხმელის კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება. შსს ამ დრომდე აგრძელებს თავდამსხმელის სამძებრო სამუშაოებს.

კომენდანტის საათი
საქართველოში

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება

„კომენდანტის საათი“ კვლავ ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სააღდგომო დღესასწაულებზე დამატებითი შეზღუდვები და არც კომენდანტის საათის გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება.

1619005453

„რეალურად მე-3, მე-4 კვარტალი არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ მასიური ვაქცინაციის დაწყებაზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1619005191

„აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა, გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშირებით,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1619004758

„ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე - საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას,“ - ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1619004445
ჯარისკაცის ფორმა

ჯარისკაცს მუხლზე დაჩოქილ მდგომარეობაში, საპირ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

მარნეულში CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მ...

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად CENN-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ბანკი Segment-თან ერთად ვები...

საქართველოს ბანკი ფინტექ მიმართულების პროექტების განხორციელებას და მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, 21:00 საათზე მომხმარებელთა მონაცემების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის Segment-ისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელი ერთობლივ ვებინარს გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ.

FINANCIAL-ის ორგანიზებით თბილისში CSR Fo...

26 აპრილს THE FINANCIAL-ის ორგანიზებით, თბილისში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმი გაიმართება, რომლის გენერალური წარმდგენი კომპანია „აჭარაბეთია“ , - ამის შესახებ ინფორმაციას „აჭარაბეთში“ ავრცელებენ.