მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ ბოდბისხევში პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი დააკავეს

ყაჯრიშვილი კახეთში

სოფელ ბოდბისხევში პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი მამაკაცი თითქმის 1 წლის შემდეგ დააკავეს. 37 წლის მამუკა ყაჯრიშვილი სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე აიყვანეს. ის სომხეთში იმალებოდა. ამ დროისთვის კი უკვე ციხეშია გადაყვანილი.

მასთან ერთად ბრალდებულია მამამისიც, რომლის სასამართლო პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელს მამუკა ყაჯრიშვილი სამართალდამცველების მითითებებს არ დაემორჩილა და სახლში მიმალვა სცადა. მას შემდეგ კი, რაც საპატრულო ეკიპაჟი მასთან მივიდა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და კონფლიქტში ყაჯრიშვილის ხანდაზმული მამაც ჩაერთო. დაპირისპირების დროს დაშავდნენ სამართალდამცველები, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს.

ოჯახს ფაქტთან დაკავშირებით საუბარი არ სურს, ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და პოლიციელები საკუთარ სახლში გაუსწორდნენ. საქმე სამართალდამცველზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვის მუხლით არის აღძრული, რაც 4 დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი 18 ივნისს არის ჩანიშნული.