მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლის ჩაქუჩი

სასამართლომ კახეთში, სოფელ კისისხევში 28 წლის ქალის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. 47 წლის ჯარჯი არაბული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ინფორმაციისთვის, 22 იანვარს სოფელ კისისხევში მკვლელობა მოხდა. არაბულმა ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით მოკლა, ხოლო 37 წლის კაცს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით წარედგინა.