მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სურამში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლის ჩაქუჩი

სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.

ცნობისთვის, 6 ივლისს სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.