მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს - თ.რ-ს  ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, 6 ივლისს სურამში ქმარმა ცოლი მოკლა. მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.