მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული

Search Results Web result with site links  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლოგო

„2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა“,- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

სუს-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები მინიმუმამდეა შემცირებული.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ასევე, არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლების განმავლობაში მიღებულმა ზომებმა, მათ შორის, გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში“ - აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.