მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

გარდაცვლილ ბაჩიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი დღეს, 14 აგვისტოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს ხელმეორედ შეხვდება.

შოთაძესთან შეხვედრა 13:00 საათზეა ჩანიშნული. თამაზაშვილი შოთაძეს პროკურორ მარიამ გოგორელიანთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

13 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

თამაზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც გამოეხმაურა. რამიშვილი აცხადებს, რომ თამაზაშვილის მიმართ ბულინგი განხორციელდა. რამიშვილის ინფორმაციით, თამაზაშვილს პროკურორმა ისეთი კითხვები დაუსვა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.