მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობის დაწყებას და აქციებს გეგმავს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციებსაც დაანონსებს.

თეონა თამაზაშვილმა აქვე განაცხადა,რომ დავით ფურცხვანიძე, რომელმაც ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, გააჩუმეს.

„ფურცხვანიძე გააჩუმეს, ალბათ უთხრეს, რომ 2 თვის მერე გამოგიშვებთ, უკვე ჩაფარცხული გვექნება ეს საქმე. იმედი აქვთ, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ, ყველაფერს ჩაფარცხავენ და ბედნიერად იცხოვრებენ.

რადიკალურ ფორმასაც მივმართავ, შიმშილობას გამოვაცხადებ და აქციებსაც დავაანონსებ“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

ინფორმაციისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს. პროკურატურა თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.

რაც შეეხება დავით ფურცხვანიძეს, მან ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები გადასცა. ფოტოებზე ასახულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იმ ტყეში, სადაც ცხედარი იპოვეს, 5 დღის განმავლობაში არ იმყოფებოდა.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია. აღნიშნული ბრალდებით, დავით ფურცხვანიძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ფურცხვანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაც შეეფარდა.