მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოკსიკაცია გახდა

23 წლის გარდაცვლილი გოგო

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტოზური ინტოკსიკაცია გახდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

„დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალება წამლებმა გამოიწვია. იქ არის სამედიცინო ტერმინოლოგია, რომელიც უნდა გადავამოწმოთ და ამის შესახებ გავაჟღერებთ ოჯახის პოზიციას“, - აღნიშნა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისა და დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნებს ცოტა ხნის წინ გაეცნენ.

დნმ-ის ექსპერტიზის დასკვნით, დადგინდა რომ სოფელ მაწევანში 22 ივლისს ნაპოვნი ცხედარი თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის.

ინფორმაციისთვის, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.