სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს

პროკურატურის შენობა 10
16:43 პარ. 24 ივლისი
დაკოპირებულია

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს! პროკურატურის დადგენილების საფუძველზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი და საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში 2020 წლის 19 ივლისს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 24 ივლისს, საქმეს დაემატა კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. გარდაცვლილის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დღესვე დაზარალებულის უფლებამონაცვლეს სტატუსი მიენიჭა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გამოძიების პროცესში გარდაცვლილის მამას და მის ადვოკატს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ასევე გათვალისწინებულია გარდაცვლილის ოჯახის წევრების თხოვნა და ცხედრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღო არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელმა გალინა კარმუშინამ.

საქართველოს პროკურატურა დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან და მის ადვოკატთან მჭიდრო კომუნიკაციის და საქმეზე თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურის მიერ საქმეზე მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას მომავალშიც მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
მისი თქმით, ნებისმიერი ტიპის შეკრება პირდაპირ აძლევს ბიძგს ვირუსის გავრცელებას. „ნებისმიერი ტიპის მ...
00:31
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებლად ვერ დაამარცხებს პანდემიას. „საქართველო დამოუკი...
00:22
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:08
ახლად რეაბილიტირებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
დღის მიმოხილვა 25 ნოემბერი

25 ნოემბრის მიმოხილვა

🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60...
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
22:14 ოთხ. 25 ნოემბერი
აკაკი ზოიძე: ისეთი პროექტი იქნება წარდგე...
მისი თქმით, ახლა კონსოლიდაციის დროა და მოგვიანებით გახდება ცნობილი ვინ რაზე იყო...
21:58 ოთხ. 25 ნოემბერი
ვირუსოლოგი ბორის კორსანტია კორონავირუსით...
„სისტემა მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს და ადამიანური რესურსიც ვეღარ უ...
21:50 ოთხ. 25 ნოემბერი
ადვოკატი ცეცხლსასროლი იარაღით, პანდა პაბ...
[dghis-photoebi-msophliodan_o_h.jpeg] მედიცინის მუშაკი ემზადება იმ პაციენტის გამ...