სამართალი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები შსს-ში მივიდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
21:13 31.07
დაკოპირებულია

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და მისი ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს შინაგან საქმეთა სანმინისტროს წარმომადგენლები ხვდებიან.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ აინტერესებს, როდის გადასცემს უწყება დრონისა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს.

შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ის აღნიშნულ საქმეში ყველაფრის არსებობას უშვებს, თუმცა, ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მასაც აეჭვებს. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი 23 ივლისს გახდა ცნობილი. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს დაზიანებები არ აღენიშნება.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი შვილის გარდაცვალებას თამარის სამსახურს უკავშირებს. ბაჩალიაშვილის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას ეთანხმება.

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოითხოვს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი ამერიკის ფედერალური ბიუროს თანდასწრებით გაიხსნას. თამარ ბაჩალიაშვილი 25 ივლისს დაკრძალეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.

კორონავირუსის რუსული ვაქცინა

რამდენად სანდოა კორონავირუსის რუსული ვაქ...

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან არასრული 8 თვის თავზე, პირველი ქვეყანა, რომელ...
15 წუთის წინ
შეერთებულ შტატებში უმუშევრობა მესამე თვეა მცირდება, თუმცა ის კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება....
18:31
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ბათუმი-თბილისის XII საერთაშორ...
18:20
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უნალექო ამინდი...
17:44
„დღეს, საქართველო გერმანიის ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა ერთ სულ მოს...
17:34
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი...
საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელ...
პუტინმა ლუკაშენკოსთან მინსკში დაკავებულე...
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან სატელეფ...
საქართველომ COVID-19-თან საბრძოლველად კი...
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარე...
„პუტინი კორონას იყენებს, რათა საზღვრები...
„პუტინი კორონას იყენებს, რათა საზღვრები შეცვალოს“ - ამ სათაურით აქვეყნებს გერმან...