მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამაზ ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა

არასრულწლოვნის მამა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დაკავებულ თამაზ ხომასურიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. პროცესზე დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამას თამაზ ხომასურიძეს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 19 ივ­ნისს ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სახებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა.

4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობით განვითარებული ასფიქსია გახდა.