სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: აღსრულდა კანონის მოთხოვნა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ხელწერა

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი,
„ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარე ნიკა მელია -
Pia.ge
1614062906
დაკოპირებულია

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პირადად ვახტანგ გომელაურმა ნიკანორ მელიას აყვანის ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ნიკანორ მელია გადაყვანილია“,- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, შენობის შიგნით თუ შენობის გარე პერიმეტრზე მყოფმა ადამიანებმა გაიაზრეს, რომ ნიკანორ მელიას პასუხს სთხოვს კანონი და არავინ სხვა.

„სანამ მიხეილ სააკაშვილი სიზმრებს ნახულობს როგორ ჩამოვიდა, როგორ ხვდებიან და ხელში ატატებულს როგორ დაატარებენ თბილისის ქუჩებში. აღსრულდა კანონის მოთხოვნა. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ხელწერა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მელიაც, გვარამიაც“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 23 თებერვალს, დილის 7:30 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სამართალდამცველები გამოჩნდნენ. მათ მალე სპეცრაზმი, სახანძრო და სამაშველო ჯგუფები შეუერთდნენ.

სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან ამ დრომდე რჩებიან.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

ნიკა მელია დააკავეს (ვიდეო)

ნიკა მელიამ სამართალდამცველებს მიმართა - ვიდეო

გომელაური საპოლიციო ოპერაციას უკვე მერამდენედ ისე ატარებს, ვერ შეედავები

შარლ მიშელი საქართველოში
ჩამოვიდა

შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია. 

1614535130

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.

1614532322

პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. 

1614526555

პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

1614525740
ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადშ...

„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.

ლაშა მესხი სააკაშვილზე: ამ პატივცემულს ა...

„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.

1614515496
„მარტო ჩვენ არ ვართ ასე, რადგან ყველაზე...

„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდა...

„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი” - ნოდარ  მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც  ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.