მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი გამოავლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხ.წ-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, საქონლის საბაჟო ღირებულებამ 10420.68 ლარი შეადგინა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად(ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე), კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10420.68 ლარის ოდენობით შეეფარდა“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.