მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები იმყოფებიან

თბილისის პროკურატურის შენობა

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში მივიდნენ.

ადვოკატების განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ ჟურნალისტი ელისო კილაძე დაიკითხოს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ მასალასთან დაკავშირებით.

„ინფორმაცია იქნება შემდეგი, რომ დეტალურად მოვახსენოთ გამოძიებას იმ ადგილმდებარეობის შესახებ, რომელსაც თავიდანვე ვამბობდით. ეს არის საკალმახე, ეს ინფორმაცია გადამოწმებული გვქონდა, მაგრამ მეორე საკალმახე ვერ აღმოვაჩინეთ. მართალია ვეძებდით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ გვქონდა ინფორმაცია ვერ მივაგენით.

ელისო კილაძის ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, აღმოვაჩინეთ, დავათვალიერეთ. ბევრი საეჭვო ადგილმდებარეობის შესახებ მოსახლეობამაც გვითხრა. ადგილობრივები გვეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ სწორ გზაზე ვიდექით“, - განაცხადა ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილი მიმდინარე წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში, გარდაცვლილი იპოვეს.