მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორს გირაო, ხოლო ექიმებს პატიმრობა შეეფარდათ

საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მეორე ბრალდებულ ექიმს მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მას ბრალი უკანონო საექიმო საქმიანობაში ედება. იგი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება.

ბრალდებულებს თავდებში დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში და ათზე მეტი ექიმი უდგებოდა, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა თავდებით გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ლიცენზიის გარეშე ჩატარებული ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაში 25 წლის ქალი 20 თვეზე მეტია იმყოფება.

საქმეზე „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორი და ექიმია დაკავებული, ხოლო მეორე ექიმი, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალდებულად დაუსწრებლად სცნეს.

გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის მუხლებით მიმდინარეობს.