მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტი: ბრალს არ ვეთანხმებით

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ იურისტის ნუცა ბურდულაძის განცხადებით, კლინიკა მისი გენერალური დირექტორისა და ორი ექიმის მიმართ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

მისი თქმით, ახალგაზრდა ქალის ოპერაციაში იტალიელი სპეციალიტები ნამდვილად მონაწილეობდნენ.

„დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხდებოდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, დარგის სპეციალისტების, იტალიის წამყვანი ექიმების ჩამოყვანა და ისინი ატარებდნენ ოპერაციებს. კონკრეტულ შემთხვევეაშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას სამედიცინო ჩარევის დროს, ისევე როგორც ეს ცნობილი იყო პაციენტისა და მისი კანონიერი წარმოამდგენლებისთვის. შესაბამისად, ბრალს არ ვეთანხმებით და სასამართლოში დავაფიქსირებთ ჩვენს კომპეტენტურ აზრს, რომელიც მტკიცებულებებით იქნება გამყარებული“, - აღნიშნა იურისტმა.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, კლინიკას იმედი აქვს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ ლიცენზიის გარეშე ჩატარებული ოპერაციის გამო კომატოზურ მდგომარეობაში 25 წლის ქალი 20 თვეზე მეტია იმყოფება.

საქმეზე „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“ გენერალური დირექტორი და ექიმია დაკავებული, ხოლო მეორე ექიმი, იმის გამო, რომ ქვეყანაში არ იმყოფება, ბრალდებულად დაუსწრებლად სცნეს.