მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: გამოძიება გავიდა ბოლოში და ეს პირები შესაძლოა უკვე ციხის გარეთ დაელოდონ საკუთარ განაჩენს

„ქართული ოცნების“ სიის ხუთეულის წევრი თეა წულუკიანი - Pia.ge

დღეს თეა წულუკიანი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  გამოძიება გავიდა ბოლოში და ეს პირები შესაძლოა უკვე ციხის გარეთ დაელოდონ საკუთარ განაჩენს.

„ქართული ოცნება იყო, არის და იქნება მკაცრი ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების მიმართ. გამოძიებამ მიიღო დადასტურებული ინფორმაცია მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებდნენ მარტო, არამედ ისინი ასრულებდნენ დავალებებს.

შეიძლება ჩაითვალოს, რომ კიდევ სხვა მიზნებისთვის მათი წინასწარ პატიმრობაში ყოფნა რომელიც გამოძიებას სჭირდება უკვე დასაბუთებულია. გამოძიება გავიდა ბოლოში და ეს პირები შესაძლოა უკვე ციხის გარეთ დაელოდებიან საკუთარ განაჩენს“- განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, განაჩენის შესახებ ჯერ არ არის ცნობილი.

„ პირადად ჩემთვის მთავარი არ არის წინასწარი პატიმრობა, არამედ მთავარია გამომძიებელი რას ფიქრობს და რამდენად სწრაფად შეძლებს მომავალში რომ საქმე გზაზე დააყენოს.- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ორივე ბრალდებული ესწრება. ადვოკატები ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის საკითხს დააყენებენ.

იხილეთ აგრეთვე:

✔️მიხეილ სადრაძე: ბრალდების მხარეს ხელთ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რითაც უმძიმესი დანაშაულის ჩადენა დასტურდება

✔️საქალაქო სასამართლოში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

✔️პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს