მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში 45 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

პოლიცია ღამით

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში 45 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი მეზობელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვიმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.