მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა

პოლიციის მანქანა და ლენტი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 44 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

არსებული ცნობით, 44 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 2 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge შსს-ში ცდილობს დეტალების გარკვევას.