მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

დეჟავუში აფეთქება მოხდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა 27 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მე-2 ნაწილით მიმდინარეობს,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.