მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თემქაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში

„თემქაზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებული პატრულ-ინსპექტორი შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ დაჭრა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაჭრილ პატრულ-ინსპექტორის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე - 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი  იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა. აღნიშნული პიროვნება  სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებენ უწყებაში.