მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თხილით სავსე მიკროავტობუსის გატაცების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბორკილების დადება

ფოთი - ხობის გზაზე მომხდარი ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

ნაპოვნია მიკროავტობუსიც, რომელიც თხილით იყო დატვირთული.

თხილით სავსე მიკროავტობუსის გატაცების შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.