მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თოლორაია მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებზე: არასამსახურებრივი მიზნითაც იყენებენ

სახელმწიფო ინსპექტორი - ლონდა თოლორაია

"სამწუხაროდ, გვხვდება შემთხვევები მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს იყენებენ არასამსახურებრივი მიზნითაც", - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ ბაზებში გროვდება და ინახება იმაზე მეტი მონაცემები, ვიდრე საჭიროა იმ კონკრეტული ორგანოსთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად

"პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ელექტრონულ ბაზებში მონაცემთა დამუშავება. თქვენ იცით, რომ თითქმის საჯარო და ყველა კერძო ორგანიზაცია იყენებს ელექტრონულ ბაზებს მოქალაქეთა და ჩვენი პერსონალურ მონაცემების დასამუშავებლად. რა თქმა უნდა მონაცემთა დამუშავებას აქვს თავისი კანონიერი საფუძელი, ამის უფლება შესაბამის ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზებში მონაცემთა შეგროვება შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სამწუხაროდ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ ბაზებში გროვდება და ინახება იმაზე მეტი მონაცემები, ვიდრე საჭიროა იმ კონკრეტული ორგანოსთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

სამწუხაროდ არის ხოლმე განსაზღვრული მონაცემტა შენახვის ვადები და იმაზე მეტი ვადით ინახება ეს მონაცემები ვიდრე, ეს საჭიროა. არ არის ხოლმე რიგ შემთხვევებში მკაცრად რეგულირებული ბაზებზე წვდომის საკითხი, ზოგჯერ ბაზაზე წვდომა აქვს ისეთ პირს, რომელსაც ეს მონაცემები არ სჭირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად. სამწუხაროდ, გვხვდება შემთხვევები მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს იყენებენ არასამსახურებრივი მიზნითაც", - აღნიშნა თოლორაიამ.