მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა

თამარ თორაძე სენატორ რიშს: გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ ჩემი ორი ძმა მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს  თამარ თორაძე სენატორ რიშს: როგორც ამერიკის მოქალაქე, მოგმართავთ, არა თუ პოლიტიკურ პატიმრად  შერაცხონ და გაათავისუფლონ ადამიანების მკვლელი რურუა, არამედ ჩადენილი შემზარავი დანაშაულები გამოიძიონ და საკადრისი სასჯელი მიუსაჯონ მას

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა.

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, - განუცხადეს გენერალურ პროკურატურაში „ინტერპრესნიუსს“, რითაც 28 წლის წინათ მომხდარი მკვლელობის საქმის დეტალებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხეს.

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 1992 წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. 1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს - ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე, მათ მეგობარს, „მხედრიონმა“ ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და თამარ თორაძე, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

აღნიშნული საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის.