სამართალი

„თუ ადამიანური, მორალური და ზნეობრივი თვისების ერთი მარცვალი დაგრჩენიათ“ - რამიშვილი გენერალურ პროკურორს მიმართავს

უფლებადამცველი
12:25 06.08
დაკოპირებულია

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვიოლის მშობლები და მათი ოჯახის უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილის გენერალურ პროკურატურასთან იმყოფებიან.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც 5 აგვისტოს შსს-მ განცხადება გაავრცელა, ორგანიზებულად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს გარდაცვლილი პროგრამისტი შედიოდა სხვადასხვა ვებსაიტებზე, სადაც ნათქვამი იყო „მე რომ მოვკვდე“.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ყველანაირად ცდილობენ გარდაცვლილი გოგოს საქმე თვითმკვლელობას დაუკავშირონ.

„სხვადასხვა ვერსიებზე იყო საუბარი, მას შემდეგ რაც FBI-ს ჩართვა მოვინდომეთ და აშშ-ის საელჩო მზაობას გამოთქვამდა, ვითომდა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ანალოგიური მზაობა გამოხატა. როცა მოვითხოვეთ, თუ რა წერილი გაუგზავნეს ამერიკის საელჩოს, თუ არეალი იქნებოდა მუშაობის, წერილი არ უნახებიათ, გუშინვე დაიწყეს ორგანიზებულად იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ გოგო შედიოდა ისეთ ვებსაიტზე, სადაც იყო ნათქვამი „მე რომ მოვკვდები, რა დაემართება ჩემს ფეისბუქს, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება“. 17 ივლისს თურმე აფთიაქებში წამლებს ნახულობდა გოგო. თამარის ლეპტოპი არის გაუბედურებული, წაშლილია ყველაფერი და ეს არის პირდაპირ მიმართება და გზა იმისკენ, რომ არანაირი საქმე არ გამოიძიონ. პირდაპირ ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ თამარის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და მკვლელობას, რაც მის მიმართ იყო გამოყენებული. პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს, არანაირი ჯგუფი არ გამოვლინდეს ვინც მკვლელობა ჩაიდინა, პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით არაფერი გამოიძიონ“, - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართა და მოუწოდა, რომ საქმე ბოლომდე გამოიძიონ.

„მივმართავს პირდაპირ მთავარ პროკურორს, თუ ადამიანური, მორალური, ზნეობრივი და არა მონური თვისების ერთი მარცვალი დარჩენია მიიღონ გადაწყვეტილება. ამ საქმეში ჩავერთე როგორც ადვოკატი, მაგრამ ამას ვიღებ, ჩავთვალოთ, როგორც მამა“, - დასძინა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდე...
28 წუთის წინ
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალუ...
29 წუთის წინ
„კონკრეტულ მაგალითებზე მიდგება თუ არა საქმე, იმ წუთას უკვე ვხვდებით ან ფეიკ ნიუსს, ან რეალურ ფაქტს,...
34 წუთის წინ
2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ...
36 წუთის წინ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვიქტორ ყიფიანისა და დავით ძიძიგურის დაჯილდოებ...

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგური და ამავე ფირმის უფ...
53 წუთის წინ
ყვარლის მუნიციპალიტეტში გზის მოასფალტება...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება და სანიაღვრე...
დავით სერგეენკო: „ქართული ოცნების“ პოლიტ...
„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრ...
2 ნოემბრიდან ჯივიპის სერვის ცენტრები მომ...
პანდემიის გათვალისწინებით, 2 ნოემბრიდან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სერვის ცენტრე...