მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის 15 ფაქტი გამოვლინდა

უაქციზო სიგარეტი

23-26 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 2,244 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 3,350 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 15 ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 15 შემთხვევიდან ერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში.