მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უძლური ვარ მის წინაშე“ - თამარ ბაჩალიაშვილის წერილს გამოძიებას, სავარაუდოდ, დღეს მიუტანენ

ადვოკატი, უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი.

„პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე“, - აღნიშნული წერილის ამსახველი ფოტო, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს, ჟურნალისტმა გიორგი კაპანაძემ გამოაქვეყნა.

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ეს და კიდევ ბევრი ხელნაწერი მას და გარდაცვლილი გოგონას მამას, დღეს, გამომძიებლებთან მიაქვთ.

რაც შეეხება ავთენტურობას, უფლებადამცველი ამბობს, რომ კალიგრაფიული ექსპერტიზა დაადგენს, ნამდვილადთამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის თუ არა ხელნაწერი.

„დღესაც მივდივართ გამომძიებლებთან მე და ბატონი ჯუმბერი და ამ და კიდევ ძალიან ბევრ ფურცელს, რომლებზეც ჩვენი ძალებით ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიეთ, მივაწვდით, ჩაატარონ ექსპერტიზები და შევაჯერებთ“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

tamar-bachaliashvilis-sakme_o_h.jpeg
























ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატი 11 აგვისტოს შსს-ში იმყოფებოდნენ, სადაც გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის ელექტრონული ფოსტაც გაიხსნა.

როგორც მიხეილ რამიშვილმა განმარტა, საეჭვოდ ეჩვენება გარემოება, რომ 13-დან 18 ივლისამდე ფოსტაზე არანაირი შეტყობინება იძებნება. ის ეჭვობს, რომ ელექტრონულ ფოსტაზე ხელი ვიღაცას მიუწვდება.

Youtube-ზეც შევედით. დედისთვის იმდენად მტკივნეული იყო შვილის ნახვა, რომ ქალბატონი თეონა ძალიან ცუდად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულია მთელი ეს პერიოდი, პოლიციის თანამშრომლები, გოგოები, ბიჭები როგორც დედას ისე უვლიდნენ. ვინც არ უნდა ეცადოს და ვისი სწრაფვაც არ უნდა იყოს, ამ საქმეს ერთი წერტილი და მძიმე არ დააკლდება“, - დასძინა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.