მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უფლებადამცველი: ილიჩოვას და მელაშვილის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს 

გიორგი მახარაშვილი უფლებადამცველი

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის და ივერი მელაშვილის პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. 

„დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ ყველა შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოს, ვინაიდან ჩვენ დღეს წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ის სადავო რუკები გამოუსადეგარია. ამას ჩვენ თავიდანვე ვამბობდით. მათი პატიმრობაში დატოვება საფუძველს მოკლებულია. არანაირ მიმალვის საფრთხე, რომელზეც აპელირებს პროკურატურა, არ არსებობს. ჩვენ სასამართლოს პირად თავდებობასთან ერთად შევთავაზეთ დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, მაგალითად პასპორტის ჩამორთმევა, რათა ბოლომდე იყოს ამოწურული მიმალვის რისკი“,- აღნიშნა უფლებადამცველმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „დავით გარეჯის საქმეზე” დაკავებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობენ.

👉ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებიან.

⭕ მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი არ ფიგურირებს, ვრცელდება ინფორმაცია რომ დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

მიხეილ სააკაშვილმა კი პროკურატურის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო დავით გარეჯში მოლოცვა და ბერად აღკვეცა.

⭕ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე საქმის აღძვრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 „კარტოგრაფების საქმეზე“ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზა გიგი უგულავას ძმამ ჩაატარა

🛑 საქალაქო სასამართლოში ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის თავდებობის მსურველთა ხელმოწერები წარადგინეს