სამართალი

უზენაესმა სასამართლომ, ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

საქართველოს პროკურატურის
შენობა 12
1617109064
დაკოპირებულია

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ი.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013 წლის იანვარში, ქ.დუშეთში შპს "ჯეოჰოსპიტალსის" სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ი.მ. ახლად ნამშობიარებ დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სეფსისი განუვითარდა, გულგრილად მოეპყრო. მან დროულად ვერ შეძლო სწორი დიაგნოზის დადგენა, ასევე არ უზრუნველყო პაციენტის სწორი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, რამაც დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაართულა, რის შედეგადაც იგი 2013 წლის 30 იანვარს გარდაიცვალა.

„2019 წლის 26 ივლისის მცხეთის რაიონული სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 3 წელი პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას ასევე, 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.

ბრალდების მხარემ აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რაც პროკურატურამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები და ი.მ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე მას 3 წლით ჩამოერთვა საექიმო საქმიანობის უფლება.

სასამართლოს განაჩენის აღსრულება შესაბამისმა სამსახურმა დაუყოვნებლივ უზრუნველყო და სასამართლო დარბაზში მყოფი მსჯავრდებული ი.მ. ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუკა

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - უახლესი ამბებ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ უახლეს ამბებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ.

📌ბოლო დღეებში აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არიან დაღუპულები და დაჭრილები.

📌რუსეთმა 50 სამხედრო ბატალიონი და 15 ათასი სამხედრო გადასხა ოკუპირებული ტერიტორიების მახლობლად. ჯარისა და ჯავშანტექნიკის გადაადგილება რუსეთ-უკრაინის საზღვრისკენ ყოველდღიურად მიმდინარეობს.

პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ყოფილი მეუღლის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შესახებ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება.

1618407992

„მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე“,- ვკითხულობთ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

1618407588

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

1618407036

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნი ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა.

1618406467
„სუფთა რეგიონი 2020“
კონკურსის გამარჯვებულები
გამოვლინდნენ

„სუფთა რეგიონი 2020“ კონკურსის გამარჯვებულები...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.

ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინ...

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ ქუთაისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე როგორც რიონის ხეობის მცველები, ასევე ქუთაისის მცხოვრებლები იმყოფებიან.

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პ...

ვაქცინაციის ტურიზმი მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

გიორგი ხოჯევანიშვილი: მელიას დაკავების ფ...

„არც თალაკვაძისთვის და არც სხვა კოლეგებისთვის არ იყო მოულოდნელობა, რაც მოხდა“,- ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ყოფილი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.