მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - აქბარ ყასემი ალიაბადთან, - ამის შესახებ ინფორმაცია შსს-ში ავრცელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და არსებული ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.