სამართალი

ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსს პოლიციის შენობაში სცემეს

მოსამართლის ჩაქუჩი
15:21 29.05
დაკოპირებულია

ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსს ლევან ბერიძეს პოლიციის შენობაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილობრივი ზ.კ. სამართალდამცველს პოლიციის შენობაში გაუსწორდა.

შემთხვევა 26 მაისს მოხდა. 44 წლის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი პოლიციაში მივიდა და უფროსს დაარტყა, სამართალდამცველებს კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყება. ის ადგილზე დააკავეს, ბრალდებულს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება დღეს, 29 მაისს განუსაზღვრა.

სხდომა დისტანციურად გაიმართა. აღკვეთის ღონისძიების შერჩევისას პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათვისუფლება. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღნიშნა, რომ ქალაქ ვალეში მცხოვრები, 44 წლის ზ.ლ.-მ 26 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, პოლიციის განყოფილებაში მივიდა, სადაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, განყოფილების უფროსს კი ფიზიკურად გაუსწორდა, ლევან ბერიძეს ჯანმრთეობის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. პროკურორის თქმით, პოლიციის უფროსი კედელს მიაჯახა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას არ ეთანხმება. ნუგზარ სამარჯიშვილი ამბობს, რომ დაკავებულს ინცინდენტის დეტლები არ ახსოვს, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებული ადვოკატს მოუყვა, რომ სურდა პოლიციის უფროსი სახლში, სუფრაზე დაეპატიჟებინა და განყოფილებაში ამიტომ მივიდა. უფლებადამცველს ვიდეოკამერის ჩანაწერები ჯერ არ უნახავს.

მოსამართლის კითხვაზე: ფიზიკურ დაპირისპირებამდე რატომ თქვა ფრაზა „თქვენ გამიმწარეთ სიცოცხლე“, ხომ არ ჰქონდა სამართალდამცველების მხრიდან ადგილი შეურაცხყოფას, ბრალდებულმა თქვა, რომ პოლიციის მხრიდან მსგავსი არაფერი მომხდარა.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, დაკავების შემდეგ, დროებითი მოთავსების იზოლატორში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი აფხაზეთის ომის მონაწილეა.

შემთხვევის თვითმხილველები სამართალდამცველები და ის ადგილობრივები არიან, რომლებიც ამ პერიოდში განყოფილებაში იმყოფებოდნენ.

გამოძიება სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 4-დან 7 წლამდე პატიმრობით.

კორონავირუსის ფოტო

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსი 7 მლნ-ზე...

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებისგან განკურნებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება....
08:37
საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნე...
09:14
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვმა 12 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს wo...
00:31
ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო უწყებებს შორის საქართველ...
00:22
„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც შეძლო თავისზე ბევრად მდიდარ ქვეყნებზე გაცილებით თანმიმდევრულად და...
00:02
ბილანიშვილის ადვოკატი ბილანიშვილის ადვოკატი: შსს-მ დაადგინა პირის ვ...
„ავთანდილ ბილანიშვილმა მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი. გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის საპასუხო...
ოკამში 21 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც PIA.GE...
არსებობს თუ არა საქართველოში შავი ჭირის...
„შავი ჭირის ყველაზე საშიში სახეობა არის ფილტვის ფორმა, ხოლო რაც დღეს ჩინეთში ფიქ...
რა ეღირება „პისიარ“ ტესტირება და კარანტი...
საზღვარგარეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის „პისიარ" ტესტის ფასი,...