მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ“ - კლინიკა „იმედის“ დირექტორი

კლინიკა იმედი

ახალციხეში კლინიკა „იმედის“ სამი თანამშრომლისთვის წარდგენილი ბრალის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ ვარაუდებზე პასუხს ვერ გასცემენ და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.

როგორც კლინიკა „იმედის“ დამფუძნებელი და დირექტორი აღნიშნავენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია გადაცდომების შესახებ. ისინი ფიქრობენ, რომ კლინიკის თანამშრომლები ინფორმაციას მიზანმიმართულად არ დამალავდნენ.

„არ ვიცი, დაუმალეს? - მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციას არ დამალავდნენ. არამგონია, რაღაც მოეტყუებინათ და დაემალათ“,- აღნიშნავს კლინიკის დამფუძნებელი, დავით მაისურაძე.

კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე კი აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძეს კლინიკაში დახმარება დროულად აღმოუჩინეს და კლინიკის ხელმძღვანელები, მომხდარის შესაფასებლად, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და რეგულირების სააგენტოს დასკვნებს დაელოდებიან.

„ყველა დახმარება დროულად აღმოუჩინეს, არანაირ დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდა, მე არ მაქვს ის ინფორმაცია, რასაც თქვენ ამბობთ, რომ იქ არავინ იმყოფებოდა და დახმარება არ გაეწია. ვიცი, რომ ექიმები ახალციხეში არიან, მე არ შევხვედრივარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვარაუდებზე პასუხს ვერ გაგცემთ. ვნახოთ, დაველოდოთ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მხრიდან გამოძიებას. ვნახოთ ექსპერტები რას დადებენ და სამხარაული რას იტყვის“,- განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, ბრალი სამ პირს წაუყენა.

უწყების ცნობით, ბრალი ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს - ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს წარედგინათ.

ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის, ოჯახის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიცემის ფაქტზე, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება მოსალოდნელი იყო.

აგრეთვე იხილეთ:

📌„გამოძიება არასწორად მიდის, უნდა დაიჭირონ კლინიკის უფროსი ბარძიმაძე და მაისურაძე“- მეგი ბაქრაძის მეუღლე

📌„მოწმეები საუბრობენ ახალ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს დანაშაულს“ - მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი