მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვარკეთილში კაცთან, რომელიც კორპუსიდან ისვრის, პოლიცია მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს პოლიციის ფორმა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილში, სადაც სავარაუდოდ ნასვამი მამაკაცი კორპუსიდან ისვრის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, დაცულია მოსახლეობის უსაფრთხოება. ასევე უსაფრთხოდ არიან მამაკაცის ოჯახის წევრები- ცოლი და შვილები.

ვაჟა სირაძის თქმით, მამაკაცთან პოლიციის თანამშრომლები მოლაპარაკებას აწარმოებენ.

"ეს პიროვნება შეიარაღებულია. სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშია, ჩაკეტილია საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც მოახდინა რამდენიმე გასროლა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები სრულად მობილიზებულები არიან პერიმეტრზე, მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც პირადად, ისე ტელეფონით", - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.