მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაჟა სირაძე: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

საპატრულოს უფროსი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თქმით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.

მისივე განმარტებით, ყველა მძევალი თავისუფალია. ვაჟა სირაძის თქმით, ბანკში 1 პირი შეიჭრა, რომელმაც რამდენიმე მძევალი აიყვანა, მათ დაზიანებები არ მიუღიათ.

„თავდამსხმელი იყო 1 პირი, რომელმაც აიყვანა მძევლები. სამართალდამცველების მიერ აქტიურად განხორციელებული ოპერატიული სამუშაოების შედეგად, თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია, დაზიანება არავის მიუღია. ყველა მძევალი უსაფრთხოდ გადაყვანილი იქნა პოლიციის შესაბამის დეპარტამენტში.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. დამატებით დეტალებზე დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“,- განაცხადა მან.

გამოძიება, ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ისნის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიარაღებული პირი, დაახლოებით, 2 საათის წინ შეიჭრა.

აგრეთვე იხილეთ:

📌თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - უახლესი ამბები (Live)