მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვიდეო - როგორ ისვრიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პოლიციის მიმართულებით მყარ საგნებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი პოლიციის მიმართულებით მყარ საგანს ისვრის

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.

ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, თუ როგორ ისვრის მყარ საგანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.

ცნობისთვის, 23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ასევე, 21 პირი დააკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

აგრეთვე, იხილეთ:

ვიდეოჩანაწერი - რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე