მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვინ შეძლებს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებას - სუს-ის განმარტება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა ღამით

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება გაიხსნა ორმხრივად, ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

„12 თებერვალის დღის პირველი ნახევრიდან პენსიონერები, საკუთარი სურვილის შესაბამისად, საოკუპაციო ხაზზე შეძლებენ კუთვნილი პენსიის მიღებას.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირები გადმოსვლას შეძლებენ, ეტაპობრივად, კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით“, - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთ წლიანი შეზღუდვის შემდეგ ენგურის ხიდი გაიხსნა.