მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდი ეს მე დამმართნოდა“ - ნინო ჟვანია თოფაძეების ოჯახს ბოდიშს უხდის

ნინო ჟვანია თოფაძეებს ბოდიშს უხდის

ბუსა ჟვანიას დედა, ნინო ჟვანია თოფაძეების ოჯახს მომხდარის გამო ბოდიშს უხდის.

„ჩემთვის მთავარია ბავშვი გადარჩა, ჯანმრთელად არის. ღმერთს ვთხოვ, მალე ფეხზე დადგეს. მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, ეს ჩემთვის ისეთივე ტკივილია, უარესი თუ არა, როგორც მათთვის. ვისურვებდი, ეს მე დამმართნოდა.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. ჯერ ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით“,- აღნიშნა ნინო ჟვანიამ.

ნინო ჟვანია იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.

ბუსა ჟვანიას დედა აქვე ამბობს, რომ მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა ბრალის დამძიმება არასწორია.

ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი წევრის გოგი თოფაძის შვილი 2 აგვისტოს დაჭრეს. მას ხეჩინაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ლევან თოფაძის დაჭრის ბრალდებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება 19 -108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.